We introduce you to new informational/educational parts of cement production with a virtual 3d model of Heidelberg cement quarries. It will allow the user to virtually roam around the quarry, while also providing information about the chemical qualities of the resource gathered, its origin, ongoing chemical and physical reactions, etc. The final product will help people gain interest in quarries and will be an information source for already interested people and organizations, school teachers and students. It will also be an alternative for a person who wants to visit a quarry.
წარმოგიდგენთ საპროექტო წინადადებას ცემენტის წარმოებაში გამოყენებული ზოგიერთი საბადოს კარიერის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის ვირტუალური მოდელის მომზადების შესახებ. იგი ერთის მხრივ მოგვცემს კარიერზე ყოფნის წარმოსახვით საშუალებას და იმავდროულად აღჭურვილი იქნება ინფორმაციით კარიერზე არსებული მადანის შემადგენლობის, მისი წარმოშობის, მიმდინარე ქიმიური და ფიზიკური პროცესების, რისკების მართვის და სხვ. შესახებ.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მიღებული პროდუქტი ხელს შეუწყობს სამიზნე კარიერებით და მათზე მიმდინარე პროცესებით საზოგადოების დაინტერესებას და იქნება ინფორმაციის წყარო კარიერების პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. პროდუქტი კარიერის დათვალიერების მსურველებისათვის იქნება ალტერნატიული საშუალება.